ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
როგორც ცნობილი ხდება ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა.
𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ის ინფორმაციით, დოჰაში ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
“როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს,“ - წერს საფეხბურთო გვერდი.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში გაიწყვიტა და საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დაასრულა.
როგორც ტაბლოიდები წერენ, მის რეაბილიტაციას შესაძლოა 7-დან 9 თვემდე დასჭირდეს.