“ამ 365 დღის განმავლობაში ჩემი პირველი და ბოლო ფიქრი შენ იყავი“ - ლაშა ბასლანძის ქალიშვილის ემოციური წერილი
ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამ თარიღს მისი ქალიშვილი, ელენე ბასლანძე, ემოციური პოსტით ეხმიანება. მამის მონატრებითა და უსაზღვრო სიყვარულით სავსე წერილში ელენე იმ ტკივილზე საუბრობს, რომელსაც დრო ვერ ამსუბუქებს, და იმ დიდ სიყვარულზე, რომელიც მამამ მას დაუტოვა:
„რამდენჯერაც არ უნდა დავიწყო წერა, მალევე ვჩერდები, რადგან ვერცერთი სიტყვა ვერ იტევს შენი დაკარგვის მასშტაბს.
ამ 365 დღის განმავლობაში ჩემი პირველი და ბოლო ფიქრი შენ იყავი. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2025 წლის 27 ოქტომბრამდეც ხომ სულ ასე იყო… ლაშიკო, ჩემი დღეების, ფიქრების, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ბოლო დღეები ჩემთან გაატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე ჩემი ცხოვრების ასე მკვეთრად გამყოფი თარიღი გახდებოდა.
დღემდე ჩამესმის შენი სიტყვები: „მამა, ისე მენატრები, რომ არ გნახო, გადავირევიო“. მაშინ შენ მეუბნებოდი ამას. ახლა მე მენატრები ასე, მა!
იმდენად დიდი სიყვარული დამიტოვე, რომ ზოგჯერ არც კი ვიცი, სად წავიღო, რისკენ მივმართო… ალბათ, სწორედ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ვიმყოფინო. მადლობა, რომ იყავი ლაშა ბასლანძე. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!!!!!“