დააკავეს დედა, რომელმაც ოთხი შვილი სახლში მარტო დატოვა და თავად მივლინებაში გაემგზავრა - კვირის პალიტრა

დააკავეს დედა, რომელმაც ოთხი შვილი სახლში მარტო დატოვა და თავად მივლინებაში გაემგზავრა

აშშ-ში, ფლო­რი­დის შტატ­ში მცხოვ­რე­ბი 50 წლის ირი­ნე მი­ლე­რი გა­სულ კვი­რას და­ა­კა­ვეს, მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცია მის სახ­ლში 911-ზე შე­სუ­ლი ზა­რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­და.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში მის­მა ერთ-ერ­თმა შვილ­მა და­რე­კა. ბავ­შვმა ოპე­რა­ტორს გა­ნუ­ცხა­და, რომ მის 9 წლის ძმას თავ­ში ჰან­ტე­ლი და­ე­ცა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. ამის შე­სა­ხებ­შე­რი­ფის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­შია ნათ­ქვა­მი.ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სახ­ლში 9, 11, 12 და 14 წლის, ოთხი ბავ­შვი დახ­ვდათ. რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი უფ­რო­სე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

9 წლის ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, რის შემ­დე­გაც გა­წე­რეს.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ბავ­შვე­ბის დე­დას, ირი­ნე მი­ლერს ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ და გა­არ­კვი­ეს, რომ ქალი 18 ოქ­ტომ­ბერს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბით, ქვეყ­ნის მე­ო­რე ნა­წილ­ში, ლას-ვე­გას­ში, გა­ემ­გზავ­რა და სახ­ლში ხუთი დღის შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავ­და.

irene-miller-kissimmee-fla-undated-146569525-48516-1793168709.webp

მი­ლე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ლას-ვე­გას­ში ის კლი­ენ­ტთან მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ქსელ Better Homes and Gardens Real Estate-თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა