“ანეკდოტი წინ მოდიოდა, ბუბა - უკან. სულ ყვებოდა რაღაც ძალიან სასაცილო ისტორიებს... ის ბოლო ადამიანია ოჯახიდან, ვინც წავიდა...“ - მარინა საღარაძე ტკბილ მოგონებებზე - კვირის პალიტრა

“ანეკდოტი წინ მოდიოდა, ბუბა - უკან. სულ ყვებოდა რაღაც ძალიან სასაცილო ისტორიებს... ის ბოლო ადამიანია ოჯახიდან, ვინც წავიდა...“ - მარინა საღარაძე ტკბილ მოგონებებზე

პირველი სტუდიის მორიგ გადაცემაში, ეკა ჩხეიძესთან სტუმრობისას მსახიობმა და პედაგოგმა მარინა საღარაძემ გულახდილად ისაუბრა ბევრ თემაზე. როგორი ზღაპრული იყო ბავშვობა ხელოვანების ოჯახში - მსახიობი მამის გურამ საღარაძისა და დედის, ცნობილი ბალერინის ირინა ქებაძის გარემოცვაში. ხოლო შემდეგ, როცა მშობლები დაშორდნენ, მის ცხოვრებაში ასევე ცნობილი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე შემოვიდა, რომელთანაც უამრავი ტკბილი მოგონება და ცხოვრების მრავალი წელი აკავშირებს.

marina-1793134790-1793172882.png

irina-1793134988-1793172917.png

ირინა ქებაძე

- ძალიან დიდი ხანია ამაზე არ დავფიქრებულვარ. ახლა ვხვდები მე, რომ არაფერი ბუნებრივი არ არის. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ღმერთისგან, როცა შენ ასეთ ადამიანებში იზრდები... მე და მამა ძალიან ვმეგობრობდით... ჯერ ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი ვერაფერს, აი, სცენაზე რომ ვნახე მერე, რამდენიმე სპექტაკლში ზედიზედ და როგორ სახეებს ქმნიდა... ეს ყველაფერი ხო ილექება ბავშვში... მერე უკვე მივხვდი, რომ მთლად ეგრე არ არის, მაგრამ მანდ არა... როცა პირველად მოვისმინე, გალაკტიონს როგორ კითხულობდა, მაშინ კი მივხვდი, რომ გურამი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი...მშობლების განქორწინება და ორი მამა... შვიდი წლის ვიყავი უკვე, როცა გადავედით ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლში, მშობლები დაშორდნენ და იქ უკვე ბუბა შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში... მე კი განვიცდიდი მათ განშორებას, მაგრამ ისეთი ადამიანი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ამ მომენტმა ისე ჩაიარა, ვერაფერი ვიგრძენი. ბუბა გიჟდებოდა ბავშვებზე.

ბუბა კიკაბიძე და ირინა ქებაძე

მეჭორავებოდა, მემეგობრებოდა, დავყავდი კონცერტებზე. სადმე წავიდოდნენ, ჩამოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები. მე გაპრანჭული დავდიოდი, ვერ გეტყვი, რა დონეზე გაპრანჭული, იმიტომ, რომ მაშინ ჯინსები და ეგეთი რაღაცები არ იყო. არაფერი არ იყო... პირველი ბარბი, მგონი, საქართველოში მე მქონდა. ჰოდა, ეგრევე ავეწყვეთ. არანაირი შემოსვლა-გამოსვლა, რაღაც გამოცდილება და არაფერი არ ყოფილა. ეგრევე ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მთელი ცხოვრება ასე ერთად გავიარეთ...ის ბოლო ადამიანია ოჯახიდან, ვინც წავიდა. და ეს ცალკე თემაა კიდევ...

განაგრძეთ კითხვა