მძიმე საუბარი პუტინთან და კრემლის ბინადრის "ისტორიის ლექცია": რა უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს?! - კვირის პალიტრა

მძიმე საუბარი პუტინთან და კრემლის ბინადრის "ისტორიის ლექცია": რა უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს?!

ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბრის თითქმის მთელი დრო უკრაინასთან „კონფლიქტის ისტორიულ ძირეულ მიზეზებზე“ საუბარს დაუთმო.

წყაროების ცნობით, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხის განხილვა არ მომხდარა.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას გადაწყვიტეს, რომ პუტინის „ისტორიული გადახვევებისთვის“ ხელი არ შეეშალათ, რათა დაედგინათ, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავს პუტინი ევროპასთან დიალოგს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა