"ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს" - გიორგი შარაშიძე - კვირის პალიტრა

"ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს" - გიორგი შარაშიძე

„ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს ამ საქმის განხილვაში და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს, რომ როგორც მინიმუმ, “ოცნებას” ამ მავნებლური კანონის მიღება შევაჩერებინოთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღება ეჭვებს აჩენს.

“ოცნებას” აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა. ამას “ოცნება” ამართლებს ტურიზმის განვითარებით და დიდი ბოდიში, მაგრამ რა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი?! თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ეგრე პროსტიტუციაც შეიძლება დააკანონოს “ოცნებამ” და აყვავდება ტურიზმი. ასევე, ნარკომანია შეიძლება დააკანონოს და კიდევ უფრო აყვავდება ტურიზმი. კითხვა დგას შემდეგში - გვინდა ასეთი ტურიზმი? გვინდა ასეთი ეკონომიკა?! გვინდა ჩვენი შვილების, ახალგაზრდების და ოჯახების დაღუპვის ხარჯზე გამდიდრება?! ეს არის სწორედ “ოცნების” მიზანი. როდესაც “ოცნებამ” გადაწყვიტა პარტიების აკრძალვა, მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყოველგვარი ოპონირების, წინააღმდეგობის გარეშე მიიღოს ქვეყნისთვის ასეთი დამღუპველი კანონები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო საქართველოს საპატრიარქოს, რომ დაგვეხმარონ, ჩაერთონ ამ საკითხში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. “ოცნება”, როგორც ყოველთვის, საკუთარი ძალაუფლებით სარგებლობს და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება აზარტული თამაშების ამ დონეზე განვითარება საქართველოში.

ორშაბათს კანონი შემოვიდა, სამშაბათს უკვე განიხილა პარლამენტმა და დღეს უკვე მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. რა ისეთი გადაუდებელი ამოცანაა აზარტული თამაშების დაკანონება, რომ ასეთი დაჩქარებული წესით სურს “ოცნებას” ამ კანონის მიღება?! რა თქმა უნდა, ეს, როგორც მინიმუმ, ეჭვებს აჩენს,” - განაცხადა შარაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა