რატომ გადაიყვანეს ელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში?!
პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.
„როგორც შეთანხმდნენ, დაახლოებით თვეში ერთხელ, გადაჰყავთ კლინიკაში შემოწმებაზე, თვეში ერთხელ უწევს კონკრეტული პრეპარატის გაკეთება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რომ ვთქვა, გამოჯანმრთელდა, ასე არ არის. ამ დროისთვისაც თოდუას კლინიკაშია“, - განუცხადეს „დროას“ პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“.
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თავდაპირველად, კლინიკა „ვივამედში“, რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. აღნიშნული კლინიკიდან კი რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს.
"ინტერპრესნიუსი"