მეორე წელია, რაც შოთა ადამაშვილი ქანთრის სამშობლოში ამ ჟანრის ფესტივალზე იმარჯვებს - ქართველი “კოვბოის“ ამერიკული ისტორია - კვირის პალიტრა

მეორე წელია, რაც შოთა ადამაშვილი ქანთრის სამშობლოში ამ ჟანრის ფესტივალზე იმარჯვებს - ქართველი “კოვბოის“ ამერიკული ისტორია

ქარ­თველ­მა ქან­თრი მუ­სი­კოს­მა, შოთა ადა­მაშ­ვილმა ტე­ხა­სის ქან­თრი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე (Texas Sounds International Country Music Awards) ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბა“ გა­ი­მარ­ჯვა.

"წელს გა­მი­მარ­თლა და "წლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის“ ჯილ­დო მო­ვი­პო­ვე. გუ­ლი­თად მად­ლო­ბას გიხ­დით", - და­წე­რა ადა­მაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მან შეძ­ლო, ამე­რი­კუ­ლი ქან­თრი-მუ­სი­კის სამ­შობ­ლო­ში ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის სა­ხე­ლით ჟი­უ­რის, პრო­დი­უ­სე­რე­ბი­სა და მსმე­ნე­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და აღი­ა­რე­ბა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ეს მისი მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბაა ამ კონ­კურ­სში.

ambebi.ge შოთა ადა­მაშ­ვილს ლატ­ვი­ა­ში და­უ­კავ­შირ­და, ვი­ნა­ი­დან ამ ეტაპ­ზე მუ­სი­კო­სი იქ ცხოვ­რობს.

- გი­ლო­ცავთ წარ­მა­ტე­ბას... სა­უბ­რის და­სა­წყის­ში გე­ტყვით, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ღი­მი­ლი გაქვთ და ვფიქ­რობ, თქვენს მსმე­ნელ­ზე ესეც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. რას იტყვით?

- დიდი მად­ლო­ბა... რა გი­თხრათ, სა­ერ­თოდ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა მიყ­ვარს... და ალ­ბათ ეს პრო­ფე­სი­ი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რეა, რა­ღაც­ნა­ი­რად ბუ­ნებ­რი­ვად შე­ერ­წყა ჩემს ცხოვ­რე­ბას...

- კოვ­ბო­ის ქუდი, გი­ტა­რა - ასე თბი­ლის­ში ბევ­რჯერ და ბევ­რს უნა­ხი­ხართ... სა­ი­დან მო­ვი­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- 90-ია­ნებ­ში, როცა ვიზ­რდე­ბო­დით და მერე ად­რე­ულ 2000-ია­ნებ­შიც, და­სავ­ლუ­რი მუ­სი­კა და და­სავ­ლუ­რი ფილ­მე­ბი ძი­რი­თა­დად ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და რა­დი­ო­თი მოგ­ვე­წო­დე­ბო­და. თან, ბოლ­ნის­ში ვიზ­რდე­ბო­დი, იქ ჩა­ნა­წე­რე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ იყო.

ერთხელ რა­ღაც რუ­სუ­ლი გახ­მო­ვა­ნე­ბით ფილ­მი "ელექტრო­ნუ­ლი მხე­და­რი“ გა­დი­ო­და, თუ გახ­სოვთ, სიდ­ნი პო­ლა­კია რე­ჟი­სო­რი და რო­ბერტ რე­დფორ­დი ჯეინ ფონ­დას­თან ერ­თად თა­მა­შობს. რო­ბერტ რე­დფორ­დი ფილმში რო­დე­ოს ჩემ­პი­ონს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს და კი­დევ, ლე­გენ­და­რუ­ლი ქან­თრის მომ­ღე­რა­ლი ვილი ნელ­სო­ნია ეპი­ზო­დურ როლ­ში. ფილ­მს, კოვ­ბო­ე­ბის თე­მა­ზე, ორი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა აქვს სა­უნ­დტრე­კად, რო­მელ­საც თა­ვად ვილი ას­რუ­ლებ­და. მა­შინ არ ვი­ცო­დი, ვილი ნელ­სო­ნი ვინ იყო - 17-18 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. არც ქან­თრი­ზე მქონ­და მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დად წარ­მოდ­გე­ნა, უბ­რა­ლოდ, ინ­ტუ­ი­ცი­ით მივ­ხვდი, რომ რა­ღაც კოვ­ბო­უ­რი, ძალ­ზე ამე­რი­კუ­ლი ჟან­რი იყო.

დიდი ხანი დამ­ჭირ­და, რომ ეს სიმ­ღე­რა მო­მე­ძებ­ნა. ვილი ნელ­სო­ნის შე­სა­ხე­ბაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალ­ბათ ერთი-ორი წლის მერე გა­ვი­გე - მოკ­ლედ, ბევ­რი ძი­ე­ბა დამ­ჭირ­და. მერე აჩი­კო ბე­ნაშ­ვი­ლის­გან ("მწვა­ნე ტალ­ღა­ზე“ მუ­შა­ობ­და), შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე - ოზურ­გე­თი­დან ვილი ნელ­სო­ნი მთხო­ვე­სო... ვინ არის-მეთ­ქი? - ვკი­თხე. ქან­თრის მე­ფეა, ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნიო. მერე YouTube-ზე მოვ­ძებ­ნე და ვი­პო­ვე ეს სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც იმ­დე­ნი ხანი ვე­ძებ­დი.

ვი­ლის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­ში სხვე­ბის ძებ­ნაც გა­ვაგ­რძე­ლე... ქან­თრი მა­სობ­რი­ვად პო­პუ­ლა­რუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და გა­დავ­წყვი­ტე, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ მეს­წავ­ლა.

განაგრძეთ კითხვა