"ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში" - დიტო ჩუბინიძე
„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნა, ვინაიდან 15 დეკემბერს იყო პროცესი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული.
„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია. კი არ ვლანძღავ და ვუპირისპირდები. პოლიტიკოსია და კარგად გათვალა სიტუაცია, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა ეს სიტუაცია. მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ...
მოულოდნელად გამოიხედა თანამშრომელმა დიტო ჩუბინიძე გაემზადე სასამართლოსთვისო. მოწმენდილ ცაზე რომ მოხდება რაღაც... 15 დეკემბერს იყო ჩანიშნული პროცესი და ასეთი რამ მოხდა“,- აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
"ინტერპრესნიუსი"