“ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“ - რასა იუკნევიჩიენე - კვირის პალიტრა

“ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“ - რასა იუკნევიჩიენე

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

„ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.

მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.

“ინტერპრესნიუსი“