გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, მისთვისაც გასაკვირი იყო აქციაზე მისული გურიკას მამის, მამიდის და ბებიის პოზიცია. მას ეგონა რომ აღნიშნული პირები გურამ დადიანიძის პოვნის მოთხოვნაში შეუერთდებოდნენ, თუმცა ისევ მოტყუვდა.“ხალხო როგორ არ გესმით, 12 წელი ვიყავი მარტო და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე რომ არ გამოჩენილიყო თაია, რომელმაც მომისმინა და დამეხმარა, იპოვა ადვოკატი და გამოძიებაც ამდენი წლის მერე დაიწყო თავიდან. არ გაქვთ უფლება მასზე რამე ცუდი თქვათ, რადგან ყველაფერს აკეთებს ჩემს დასახმარებლად და ჩემი გურიკას მოსაძებნად.
ტიკ-ტოკი ერთი თვეა წავშალე, ვეღარ გავუძელი იმ ჭორაობას და ზურგს უკან ჩემს გაშავებას. არც ერთი მათგანი რეალურად არ მეხმარებოდა და უამრავი ტყუილი ჩავყლაპე.
რაც მოხდა აქციაზე ჩემთვისაც უცნაური იყო. მეგონა რამის სათქმელად მოვიდნენ და იმედი მქონდა ახლა მაინც დამიდგებოდნენ გვერდში. კიდევ მოვტყუვდი და ნახეთ ყველამ რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი ამდენი წელი.
ახალი გამოძიების მჯერა და ველოდები მათგან სიახლეებს. მადლობა თქვენ ვინც ჩემს გვერდით ხართ და მამხნევებთ.
გურიმდე მიმიყვანე უფალო გევედრები, სხვა არაფერი მინდა,“ - წერს სოფო ბიბილაშვილი.