პოლიციამ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა, რომელმაც ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრა - კვირის პალიტრა

პოლიციამ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა, რომელმაც ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ძებ­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე იძებ­ნე­ბო­და.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 14 ოქ­ტომ­ბერს, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალერ­ტკარ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი მამა-შვი­ლი დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა დროს, ძებ­ნი­ლი პი­რის ოთხი ნა­თე­სა­ვიც და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ბრალ­დე­ბულს მი­მალ­ვა­ში ხელს უწყობ­დნენ.

გარ­და ამი­სა, და­კა­ვე­ბულ პირს, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ძმას­თან ერ­თად, 2024 წელს სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე და 375-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"