მამაკაცი გარ­დაც­ვლი­ლი, სა­კუ­თარ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ნა­ხეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა - რა ხდება ცნობილი კაჭრეთში მომხდარ ამბავზე? - კვირის პალიტრა

მამაკაცი გარ­დაც­ვლი­ლი, სა­კუ­თარ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ნა­ხეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა - რა ხდება ცნობილი კაჭრეთში მომხდარ ამბავზე?

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კაჭ­რეთ­ში ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან“ ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მას ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, 60 წლამ­დე კაცს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით გარ­დაც­ვლი­ლი, სა­კუ­თარ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ნა­ხეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცია იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

წყარო