“მზად ვართ ევროპასთან ომისთვის, მაგრამ...“ - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი
დასავლეთმა ვერ მიაღწია მიზანს, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი მიეყენებინა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოვემზადოთ. სწორია ეს თუ არა? პირველ რიგში, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ევროპასთან ომი არ გვსურს“, -აღნიშნა პუტინმა, მისი თქმით, თუ რუსეთსა და ევროპას შორის საქმე ომამდე მივა, გამარჯვებული არავინ იქნება.
„მათ ამჟამად ვერ მიაღწიეს მიზანს, მოეყენებინათ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის მიღწევა 2030 წლისთვის შეძლონ, ხოლო თუ საქმე ძალიან შორს წავა, გამარჯვებული არავინ არ იქნება. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან საუბარი მათი ინიციატივით შედგა.
„რაც შეეხება სატელეფონო საუბარს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, უფრო სწორად, ამ ქვეყნების ლიდერებთან - ფინეთთან და ნორვეგიასთან: საუბრის დასაწყისშივე მათ ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, არ წარმოადგენდნენ და, როგორც იტყვიან, ეროვნული სტატუსით მიკავშირდებოდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.