“ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ“ -ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს, - ამის შესახებ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს ხდება 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების, რეპრესიული კანონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვების შემდეგ არსებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის და პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის ფონზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებს საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში, რასაც სამიზნე პარტიები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.