სილამაზის კონკურსში, სადაც ბიკინის ტური არ ტარდება, ქართველმა მოცეკვავემ გაიმარჯვა - ვინ არის "მის აზია გლობალის" გამარჯვებული?! - კვირის პალიტრა

სილამაზის კონკურსში, სადაც ბიკინის ტური არ ტარდება, ქართველმა მოცეკვავემ გაიმარჯვა - ვინ არის "მის აზია გლობალის" გამარჯვებული?!

18 წლის ქარ­თველ­მა მო­დელ­მა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ, ანი სტე­ფა­ნიშ­ვილ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის - Miss Asia Global 2026-ის მთა­ვა­რი გვირ­გვი­ნი მო­ი­პო­ვა. მა­ლა­ი­ზი­ის ქა­ლაქ პე­ნან­გში გა­მარ­თულ ფი­ნალ­ში მან 37 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა.

ფი­ნა­ლი 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა. პირ­ვე­ლი ვიცე-მი­სის ტი­ტუ­ლი მა­ლა­ი­ზი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯინგ ენმა მი­ი­ღო, მე­ო­რე ად­გი­ლი უზ­ბე­კე­თის მო­ნა­წი­ლეს ერგო, მე­სა­მე - ტა­ი­ლან­დის, ხოლო მე­ო­თხე - მექ­სი­კის წარ­მო­მად­გე­ნელს.

snapinstato-864825897-18103507739385974-2839515858925423466-n-41308-1793346996.jpg

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ანი სტე­ფა­ნიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ე­ბი გა­ა­ზი­ა­რა. რო­გორც თა­ვად წერს, იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც სცე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი გა­ი­გო და გა­მარ­ჯვე­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, პირ­ვე­ლი, რაც იგ­რძნო, პი­რა­დი წარ­მა­ტე­ბის სი­ხა­რუ­ლი კი არა, სამ­შობ­ლოს სა­ხე­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის სი­ა­მა­ყე იყო.

განაგრძეთ კითხვა