ვის აქვს საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი?! - კვირის პალიტრა

ვის აქვს საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი?!

დაკავებული თანამდებობის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი მენეჯერებს აქვთ - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - 1 132 ლარი იყო არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე.

2025 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდებოდა ქვეყანაში:

მენეჯერები - 3 609 ლარი;

სპეციალისტი-პროფესიონალები - 2 301 ლარი;

ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები - 2 188 ლარი;

სულ {საშუალო ხელფასი საქართველოში} – 2 165 ლარი;

ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები - 2 066 ლარი;

განაგრძე კითხვა