"ვთხოვეთ და მეგობრული პასუხი მივიღეთ": რაზე შეთანხმდნენ საქართველო და აზერბაიჯანი?! - ირაკლი კობახიძის განცხადება - კვირის პალიტრა

"ვთხოვეთ და მეგობრული პასუხი მივიღეთ": რაზე შეთანხმდნენ საქართველო და აზერბაიჯანი?! - ირაკლი კობახიძის განცხადება

შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან - მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი მონაკვეთი, რომელზეც ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული, ჯამში 15-ია.

„ჩვენ, როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე, შევეხეთ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს და ამის ნაწილია დავით გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. გამოვთქვით იმედი, რომ სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. გასული მრავალი წლის განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არანაირი ცვლილება არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანული მხარის მიმართ, რაზეც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან. მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, მეგობრულ რეჟიმში და განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზეც შეთანხმება მიღწეული არ არის. ასეთი ზუსტად 15 მონაკვეთია და 15-ვე მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"