კახა კინწურაშვილი ჰოლივუდში მოღვაწე უნგრელი რეჟისორის კორნელ მუნდრუცოს ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს - რა ვიცით პროქტის შესახებ?! - კვირის პალიტრა

კახა კინწურაშვილი ჰოლივუდში მოღვაწე უნგრელი რეჟისორის კორნელ მუნდრუცოს ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს - რა ვიცით პროქტის შესახებ?!

მსახიობი კახა კინწურაშვილი ჰოლივუდში მოღვაწე უნგრელი რეჟისორის კორნელ მუნდრუცოს ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს - ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში გვერდი კინო სეანსი ავრცელებს

868404928-1158839253779697-6001674416859746539-n-1793355590.jpg

უნგრელი რეჟისორი, მუნდრუცო კანის ფესტივალის ტრიუმფატორია, ნომინირებული იყო „ოქროს პალმის რტოზეც“, არის ვენეციის ფესტივალის გამარჯვებული, ასევე ვენეციური „ოქროს ლომისა“ და ბერლინალეს „ვერცხლის დათვის“ ნომინანტი. მისი შექმნილია ისეთი გახმაურებული პროექტები, როგორებიცაა „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ფილმი “ქალის ნამსხვრევები“ (Pieces of a Woman, როლებში: ვანესა კირბი და შაია ლა ბეფი) და Apple TV-ის მინისერიალი “სავსე ოთახი“ (როლებში: ტომ ჰოლანდი და ამანდა საიფრედი).

მისი ახალი პროექტის სახელწოდებაა “რევოლუცია კომოს მიხედვით“. სურათის მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის დაშლის ფონზე ვითარდება და განგსტერული ეპოსის ჟანრშია გადაწყვეტილი. ის მოგვითხრობს ბავშვობის ორ მეგობარზე, სიმონ ტერ-პეტროსიანსა (კამო) და იოსებ ჯუღაშვილზე (სტალინი), რომელთა რევოლუციური იდეები საბოლოოდ სახიფათო ქმედებებში გადაიზრდება. ფილმში ნაჩვენები იქნება 1907 წლის თბილისის ბანკის ცნობილი და სისხლიანი ძარცვაც. სცენარის თავდაპირველი იდეა „ოსკარის“ მფლობელ პოლონელ რეჟისორს პაველ პავლიკოვსკის ეკუთვნის, რომელსაც კინომოყვარულები კარგად იცნობენ ფილმებით Cold War და Ida. პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და მასში არაერთი ქართველი მსახიობია დაკავებული. გადაღებების დიდი ნაწილი თბილისში წარიმართება და რაც ყველაზე საინტერესოა ფილმი თითქმის მთლიანად ქართულ ენაზე იქნება

869471682-1158839133779709-1703223238450611073-n-1793355614.jpg

ჟანრული თავისებურება:

რეჟისორის თქმით, ეს არ არის უბრალოდ ისტორიული ბიოგრაფია, არამედ სურათი მყარად დგას „განგსტერული ფილმის“ ჟანრში. ის ფოკუსირებულია ძალაუფლების მექანიზმებზე, იმაზე, თუ როგორ ხდება პოლიტიკური აგიტაცია, ძალადობა და სოციალური გადატრიალება იარაღი ერთი ადამიანის მწვერვალზე ასასვლელად. კამო აქ ნაჩვენებია როგორც სტალინის ერთგული მოკავშირე, რომელიც საბოლოოდ ძალაუფლების თამაშის მსხვერპლი ხდება

kaxa-kincurashvili-66376-1793355632.jpg

პროექტის ავტორები და რეჟისორი კორნელ მუნდრუცო სამსახიობო გუნდის ვინაობას ჯერჯერობით სრულიად ასაიდუმლოებენ. თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა, რომ პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს კახა კინწურაშვილი შეასრულებს. კახას უკვე აქვს მსგავს ფილმში, სერიალ “ტიფლისში“ მუშაობის გამოცდილება.

ვიხილავთ თუ არა ქართველ მსახიობს სტალინის როლში, ეს ჯერჯერობით უცნობია.