"დედა არასოდეს დაუძახია, მაგრამ პატარა ხელს რომ სახეზე ჩამომისვამს, ეს ჩემთვის ყველაფერია...“ - რთული გზა, პატარა გამარჯვებები და ბედნიერება დიაგნოზს მიღმა - კვირის პალიტრა

"დედა არასოდეს დაუძახია, მაგრამ პატარა ხელს რომ სახეზე ჩამომისვამს, ეს ჩემთვის ყველაფერია...“ - რთული გზა, პატარა გამარჯვებები და ბედნიერება დიაგნოზს მიღმა

ზოგ­ჯერ შვი­ლე­ბის­გან იმა­ზე მეტს მო­ვი­თხოვთ, ვიდ­რე სა­ჭი­როა. ვუ­წე­სებთ სტან­დარ­ტებს, ვუქ­მნით ჩარ­ჩო­ებს და რო­დე­საც ისი­ნი ჩვენს მო­ლო­დი­ნებს ვერ ამარ­თლე­ბენ, ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბას ვგრძნობთ. თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში რო­დია. ზოგ­ჯერ ის მო­ცე­მუ­ლო­ბის მი­ღე­ბა­ში, უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბით ტკბო­ბა­ში იმა­ლე­ბა.

ელე­ნე­სა და მისი სამი წლის ვა­ჟის, იო­ა­ნეს, დედა-შვი­ლუ­რი ამ­ბა­ვი ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია.

იო­ა­ნეს ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლის დი­აგ­ნო­ზი აქვს. ელე­ნე ფიქ­რობს, რომ მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ექი­მე­ბის არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. იო­ა­ნეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი იც­ნობს. ელე­ნეს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რია ჰყავს, დედა-შვი­ლის ვი­დე­ო­ებს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი­თა და ემო­ცი­ე­ბით ხვდე­ბა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მათი ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლის, გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ე­ბი­სა და ერ­თად ყოფ­ნით მი­ღე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია.

მო­დით, უფრო ახ­ლო­დან გა­ვიც­ნოთ იო­ა­ნე და მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა - ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე.

- ელე­ნე, თა­ვი­დან და­ვი­წყოთ, რო­გო­რი იყო ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი, იცო­დით, რომ ბავ­შვს პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბო­და?

- ორ­სუ­ლო­ბის დროს არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მქო­ნია. მშო­ბი­ა­რო­ბა 40-ე კვი­რა­ზე და­მე­წყო. ბავ­შვი და­ახ­ლო­ე­ბით 3 850 გრამს იწო­ნი­და და ჩემი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს საკ­მა­ოდ დიდი წონა იყო. ექიმს სა­კე­ის­რო კვე­თა შევ­თა­ვა­ზე, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა და ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­მაჩ­ქა­რებ­ლის დახ­მა­რე­ბით და­ვი­წყეთ. დი­ლის 11 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს რვის ნა­ხევ­რამ­დე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მე­თო­დი სცა­დეს, რომ იო­ა­ნე ბუ­ნებ­რი­ვი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. სა­ღა­მოს ცხრის ნა­ხევ­რამ­დე ექიმს სამ­ჯერ ან ოთხჯერ შევ­თა­ვა­ზე სა­კე­ის­რო კვე­თის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა უარს მე­უბ­ნე­ბო­და იმ მი­ზე­ზით, რომ ბავ­შვი უკვე და­ბა­დე­ბის პრო­ცეს­ში იყო და სა­კე­ის­როს გა­კე­თე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ეს ასე არ ყო­ფი­ლა. მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნეს ვა­კუ­უმ-ექ­სტრაქ­ცია და მუ­ცელ­ზე ზე­წო­ლაც ხდე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, იო­ა­ნე ღა­მის 12 სა­ათ­სა და 26 წუთ­ზე და­ი­ბა­და.

16:10 / 31-10-2026 ზოგ­ჯერ შვი­ლე­ბის­გან იმა­ზე მეტს მო­ვი­თხოვთ, ვიდ­რე სა­ჭი­როა. ვუ­წე­სებთ სტან­დარ­ტებს, ვუქ­მნით ჩარ­ჩო­ებს და რო­დე­საც ისი­ნი ჩვენს მო­ლო­დი­ნებს ვერ ამარ­თლე­ბენ, ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბას ვგრძნობთ. თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში რო­დია. ზოგ­ჯერ ის მო­ცე­მუ­ლო­ბის მი­ღე­ბა­ში, უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბით ტკბო­ბა­ში იმა­ლე­ბა.

ელე­ნე­სა და მისი სამი წლის ვა­ჟის, იო­ა­ნეს, დედა-შვი­ლუ­რი ამ­ბა­ვი ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია.

იო­ა­ნეს ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლის დი­აგ­ნო­ზი აქვს. ელე­ნე ფიქ­რობს, რომ მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ექი­მე­ბის არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. იო­ა­ნეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი იც­ნობს. ელე­ნეს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რია ჰყავს, დედა-შვი­ლის ვი­დე­ო­ებს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი­თა და ემო­ცი­ე­ბით ხვდე­ბა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მათი ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლის, გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ე­ბი­სა და ერ­თად ყოფ­ნით მი­ღე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია.

მო­დით, უფრო ახ­ლო­დან გა­ვიც­ნოთ იო­ა­ნე და მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა - ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე.

- ელე­ნე, თა­ვი­დან და­ვი­წყოთ, რო­გო­რი იყო ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი, იცო­დით, რომ ბავ­შვს პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბო­და?

- ორ­სუ­ლო­ბის დროს არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მქო­ნია. მშო­ბი­ა­რო­ბა 40-ე კვი­რა­ზე და­მე­წყო. ბავ­შვი და­ახ­ლო­ე­ბით 3 850 გრამს იწო­ნი­და და ჩემი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს საკ­მა­ოდ დიდი წონა იყო. ექიმს სა­კე­ის­რო კვე­თა შევ­თა­ვა­ზე, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა და ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­მაჩ­ქა­რებ­ლის დახ­მა­რე­ბით და­ვი­წყეთ. დი­ლის 11 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს რვის ნა­ხევ­რამ­დე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მე­თო­დი სცა­დეს, რომ იო­ა­ნე ბუ­ნებ­რი­ვი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. სა­ღა­მოს ცხრის ნა­ხევ­რამ­დე ექიმს სამ­ჯერ ან ოთხჯერ შევ­თა­ვა­ზე სა­კე­ის­რო კვე­თის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა უარს მე­უბ­ნე­ბო­და იმ მი­ზე­ზით, რომ ბავ­შვი უკვე და­ბა­დე­ბის პრო­ცეს­ში იყო და სა­კე­ის­როს გა­კე­თე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ეს ასე არ ყო­ფი­ლა. მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნეს ვა­კუ­უმ-ექ­სტრაქ­ცია და მუ­ცელ­ზე ზე­წო­ლაც ხდე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, იო­ა­ნე ღა­მის 12 სა­ათ­სა და 26 წუთ­ზე და­ი­ბა­და.

ამ დრო­ის­თვის ჩემი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა უკვე უკონ­ტრო­ლო გახ­და. ექი­მებს უთ­ქვამთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იყო და საშ­ვი­ლოს­ნოს გა­ხეთ­ქვის რის­კიც არ­სე­ბობ­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყდა სას­წრა­ფო სა­კე­ის­რო კვე­თა. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, ზო­გა­დი ანეს­თე­ზია გა­მი­კე­თეს და იო­ა­ნეც და­ი­ბა­და.

- რო­გო­რი იყო ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ბა­დე­ბი­სას?

- იო­ა­ნე ას­ფიქ­სი­ით და­ი­ბა­და. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშო­ბი­ა­რო­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბი­სას ბავ­შვი ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­და. ვერ იტი­რა, მა­შინ­ვე ინ­ტუ­ბა­ცია გა­უ­კე­თეს და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ ბავ­შვთა ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მე­ო­რე დღეს ექი­მი ვნა­ხე და მი­თხრა, რომ ვი­თა­რე­ბა არც ისე რთუ­ლი იყო. ვა­კუ­უ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბის შე­დე­გად ბავ­შვს თავ­ზე ჰე­მა­ტო­მა გა­ნუ­ვი­თარ­და. მი­თხრეს, რომ ამის გამო კლი­ნი­კა­ში რჩე­ბო­და. იო­ა­ნე პირ­ვე­ლად მე­სა­მე დღეს ვნა­ხე. ის კვლავ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლად სუნ­თქვა არ შე­ეძ­ლო. ასე­ვე, ნა­ზო­გას­ტრა­ლუ­რი ზონ­დი ჰქონ­და, რად­გან წო­ვის რეფ­ლექ­სი არ ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დებ­ლად წოვა არ შე­ეძ­ლო. ჩა­უ­ტა­რეს ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა და, თუ სწო­რად მახ­სოვს, ცხრა-ათი დღის ასაკ­ში კვლე­ვამ გულყრის ეპი­ზო­დე­ბი აჩ­ვე­ნა.

ამის გამო თა­ვის ტვი­ნის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ჩა­უ­ტა­რეს. ზუს­ტად 20 დღის იყო იო­ა­ნე, რო­დე­საც კვლე­ვის პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გე, რომ საქ­მე მქონ­და ცე­რებ­რა­ლურ დამ­ბლას­თან. ვრცლად