"არ მიუახლოვდეთ ამ რაიონს" - რა საფრთხის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას მოსკოვში აშშ-ს საელჩო? - კვირის პალიტრა

"არ მიუახლოვდეთ ამ რაიონს" - რა საფრთხის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას მოსკოვში აშშ-ს საელჩო?

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”,- შესაბამის გაფრთხილებას მოსკოვში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება: საფრთხე მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალში (2026 წლის 31 ოქტომბერს).

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შეიტყო სარწმუნო საფრთხის შესახებ, რამაც შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, „ცარიცინოს” მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე…

აშშ-ის მთავრობა რეაგირების ზომების კოორდინაციას ახდენს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან,” - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების კომენტარები ჯერ არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"