რა უპასუხა დონალდ ტრამპმა კითხვას, მიიწვევს თუ არა ზელენსკის “დიდი ოცეულის” სამიტზე? - კვირის პალიტრა

რა უპასუხა დონალდ ტრამპმა კითხვას, მიიწვევს თუ არა ზელენსკის “დიდი ოცეულის” სამიტზე?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის “დიდი ოცეულის” სამიტზე მიწვევაში პრობლემას ვერ ხედავს.

კითხვაზე, მიიწვევს თუ არა ზელენსკის სამიტზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასეთი მიწვევა მიიღო. ტრამპმა უპასუხა : “დიახ, სიამოვნებით. პრობლემა არ არის”.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი ოცეულის” სამიტზე მიიწვიონ.

“ეს პრეზიდენტის [ტრამპის] გადასაწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამას. მით უმეტეს, თუ რამე დადებითი შეიძლება, მოხდეს მისი დასწრების შედეგად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს არ მაქვს”, - განაცხადა რუბიომ.

“ინტერპრესნიუსი“