“ღმერთმა ქნას, ეს იყოს უკანასკნელი და აღარავის მოუწიოს მსგავსი ტკივილის განცდა“ - რა მიმართვას ავრცელებს ძმის ქორწილში მოკლული ბიჭის ოჯახი - კვირის პალიტრა

“ღმერთმა ქნას, ეს იყოს უკანასკნელი და აღარავის მოუწიოს მსგავსი ტკივილის განცდა“ - რა მიმართვას ავრცელებს ძმის ქორწილში მოკლული ბიჭის ოჯახი

ძმის ქორ­წილ­ში მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­ი­და ფა­ი­ნა ბო­ი­კო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

“ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი. უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღეთ და ფი­ზი­კუ­რად ვერ ვა­ხერ­ხებ ყვე­ლას­თვის პი­რა­დად პა­სუ­ხის გა­ცე­მას.

გულ­წრფე­ლად გიხ­დით მად­ლო­ბას თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ასე­თი თა­ნად­გო­მის­თვის, სით­ბოს­თვის და გვერ­დში დგო­მის­თვის. ამ მძი­მე წუ­თებ­ში თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ჩვენ­თვის უდი­დე­სი ძა­ლაა. უფა­ლი გვაძ­ლი­ე­რებს და გვაძ­ლევს ძა­ლას, რომ ეს ტკი­ვი­ლი გა­და­ვი­ტა­ნოთ.

ღმერ­თმა ქნას, ეს იყოს უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა და აღა­რა­ვის მო­უ­წი­ოს მსგავ­სი ტკი­ვი­ლის გან­ცდა.

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, რომ ჩვენს გვერ­დით ხართ. გუ­რამ ბო­ი­კო ჩემ­თვის არ მომ­კვდა­რა, ის კვლავ ცო­ცხა­ლია ჩვენს გულ­ში და გო­ნე­ბა­ში,“ - წერს ფა­ი­ნა ბო­ი­კო.

25 წლის გური ბო­ი­კო ძმის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც სუფ­რა­ზე შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­წყო - უთან­ხმო­ე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.გური ბო­ი­კო მათ გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც გუ­ლის არე­ში, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რეს. ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

განაგრძეთ კითხვა