ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - კვირის პალიტრა

ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

“ინტერპრესნიუსი“