ხანძარი რუსთავში - რას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე არსებულ დამხმარე ფიცრულ ნაგებობას ხანძარი გაუჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
ფოტოს და ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
“ინტერპრესნიუსი