"შვილი არა, შვილები დავკარგე - ანუ შვილი და მისი საცოლე, 20 წლისანი იყვნენ... სატვირთო მანქანას წინა საბურავი გაუსკდა და..." - ამირან გამყრელიძე ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს
"შვილი არა, შვილები დავკარგე სამწუხაროდ - ორნიმ ანუ შვილი და მისი საცოლე", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტ - "სახალხო ინტერვიუში" თქვა და გაიხსენა წლების წინ, მის ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედია - 20 წლის შვილისა და მისი საცოლის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი.
- ცხოვრებამ, წლების წინ, დიდი ტკივილის წინაშე დაგაყენათ - მოულოდნელად შვილი დაკარგეთ... რა მოხდა?- შვილი არა, შვილები დავკარგე სამწუხაროდ - ორნი, ანუ შვილი და მისი საცოლე, რომლებიც დღეს ერთად არიან დაკრძალული. ეს 1995 წელს მოხდა, მაშინ, როცა გადაწყვეტილი იყო, რომ ქორწინდებოდნენ, 20 წლისანი იყვნენ, ერთად სწავლობდნენ.