ნატო ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - რას იზამს ტრამპი, თუ არჩევნები წააგო? - კვირის პალიტრა

ნატო ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - რას იზამს ტრამპი, თუ არჩევნები წააგო?

ნატო-ს წევრი ქვეყნები სამშაბათს აშშ-ში დაგეგმილი შუალედური არჩევნების ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადებიან. ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ „რესპუბლიკელების“ მარცხმა შესაძლოა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ალიანსის მიმართ თავდასხმების მკვეთრად გაძლიერებისკენ უბიძგოს, - ინფორმაციას Politico ალიანსის ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ნატო-ს წევრი ქვეყნების შეშფოთების მიზეზი ისაა, რომ თუ კონგრესი ტრამპს საშინაო პოლიტიკაში ხელს შეუშლის, აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, შეეცადოს, თავისი მემკვიდრეობა საგარეო პოლიტიკის სფეროში გაამყაროს, სადაც მას მოქმედების უფრო ფართო თავისუფლება აქვს. დიპლომატების განცხადებით, ეს შესაძლოა, ევროპიდან კიდევ ათასობით ამერიკელი სამხედროს გაყვანას ნიშნავდეს.

შეშფოთების მთავარი მიზეზი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების საკითხის მოახლოებული გადახედვაა, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. დიპლომატების განმარტებით, თუ ტრამპს ქვეყნის შიგნით საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებაში დაბრკოლებები შეექმნება, შესაძლოა, MAGA-ს მხარდამჭერების მობილიზების მიზნით, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდა გადაწყვიტოს

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა