“დავაბრუნე იმიტომ, რომ...“ - რატომ დაუბრუნა „ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა სახელმწიფოს არწივის ხეობის მიწა, რომელიც 2 ლარად და 67 თეთრად შეიძინა?!
დედოფლისწყაროში მდებარე არწივის ხეობის გარკვეული ნაწილი "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა. ნინო კობახიძემ სახელმწიფოს დაუბრუნა. ამის შესახებ კობახიძემ ინფორმაცია "ტვ პირველთან" დაადასტურა.
კითხვას - რატომ ჩამოგართვეს არწივის მთა? - ნინო კობახიძემ ასე უპასუხა:
"ჩამომართვეს კი არა, მე თვითონ დავაბრუნე. დავაბრუნე იმიტომ, რომ აღარ იყო საინტერესო საინვესტიციოდ".ნინო კობახიძემ, არწივის ხეობაში მდებარე 5 413 კვადრატული მეტრი 2020 წელს კვადრატული 2 ლარად და 67 თეთრად შეიძინა.
რას წარმოადგენს არწივის ხეობა? არწივის ხეობა მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ის შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე.
არწივის ხეობა ქალაქ დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის - კახეთის მაჩიტას და იშვიათი სახეობის ბალახოვნების ერთადერთი ადგილსამყოფელია.