"მეშინია თუ ისევ იმ ციხეში დააბრუნებენ, სადაც დირექტორი რამაზ ფირცხალავაა" - რას ამბობს პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მისი შვილი კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში გადაჰყავთ.
როგორც აბრამიშვილი განმარტავს, მისთვის უცნობია, ფეიქრიშვილს იმავე ციხეში აბრუნებენ, თუ სხვა დაწესებულებაში.
ის ხელისუფლებას აღნიშნული საქმის კონტროლზე აყვანას სთხოვს.
„ადვოკატი იყო შესული და გამოიტანა ამბავი, რომ დღეს, ის გადაჰყავთ, ციხის საავადმყოფოში თუ, ისევ იმ ციხეში გადაჰყავთ, არ ვიცი. დათუნას ფილტვში სითხეა, მოტეხილი ნეკნი ძალიან ახლოსაა ფილტვთან და ყოველ წუთას შეიძლება რამე მოხდეს, ამიტომ მისი ტრანსპორტირება როგორ მოხდება, არ ვიცი. მეშინია თუ ისევ იმ ციხეში დააბრუნებენ, სადაც ისევ დირექტორი რამაზ ფირცხალავაა, იუსტიციის მინისტრიც არაფერს აკეთებს. იუსტიციის მინისტრმა დღემდე ვერ გაბედა მისი გვარი თქვას - ვერ დათმეს ვერც ყიფიანი და ვერც ფირცხალავა",- აცხადებს ფირცხალავა.
"ინტერპრესნიუსი"