ვინ არის ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოს ესწრება?!
თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ასევე მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ცოლისძმა - ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა, ზურა გონაშვილი.
სასამართლო სხდომას ესწრება ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძეც. ის ერთადერთია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიდან, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა.
“ერისკაცს გაუმარჯოს” - მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს შემოსვლისთანავე ლუკა კურტანიძემ, რომელსაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
"ინტერპრესნიუსი"