ბინების ფასი თბილისში: რომელ უბანში გაძვირდა ან გაიაფდა უძრავი ქონება?! - კვირის პალიტრა

ბინების ფასი თბილისში: რომელ უბანში გაძვირდა ან გაიაფდა უძრავი ქონება?!

2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ. მეტრზე 1 353 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ „თიბისი კაპიტალის“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 3.061 მილიონი დოლარი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს.

ამასთან, კვლევის ავტორების შეფასებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34 434 ერთეული შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქში კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით ასეთია:

მთაწმინდა - 2 336 დოლარი, წლიურად ფასი 7%-ით არის გაზრდილი;

ვაკე - 2 143 დოლარი, წლიურად ფასი 4%-ით არის შემცირებული;

საბურთალო - 1 604 დოლარი, წლიურად ფასი 3%-ით არის შემცირებული;

დიდი დიღომი - 1 181 დოლარი, წლიურად ფასი 1%-ით არის გაზრდილი;

გლდანი 1 103 დოლარი, წლიურად ფასი 4%-ით არის შემცირებული;

სამგორი - 1 098 დოლარი, წლიურად ფასი 4%-ით არის გაზრდილი.

განაგრძე კითხვა