"დადგა დრო,  ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ,  ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს  წინ დადგები..." - რას წერს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა - კვირის პალიტრა

"დადგა დრო,  ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ,  ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს  წინ დადგები..." - რას წერს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა

"შვილო გური, როგორ გეძებდი, სად არ ვიარე, ერთი ხელებით მიწა არ მითხრია...", - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი წერს.

"რამდენჯერ მოვკვდი ამ 1 წლის მანძილზე და არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, არავინ გამინადგურებია, როგორც თქვენ გამანადგურეთ.

აი, ახლა დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს წინ დადგები. მაინტერესებს შენი პასუხი.

გური დე, მიყვარხარ და მენატრები უზომოდ", - წერს სოფო ბიბილაშვილი.