უკრაინულმა დრონებმა აფხაზ მარიონეტებს "მიაკითხეს"?! - რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე - კვირის პალიტრა

უკრაინულმა დრონებმა აფხაზ მარიონეტებს "მიაკითხეს"?! - რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენჯერმე დაარღვიეს აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე, უშუალოდ იმ მონაკვეთზე, სადაც მდინარე ფსოუს გავლით აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება“, - აღნიშნა ლატიპოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, „დრონებით თავდასხმის დროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის „ფსოუს“ მუშაობა დროებით ჩერდება და სასაზღვრო სამსახურები საზღვრის გადამკვეთი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს იღებენ“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა