ირანმა უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა - პარლამენტის სპიკერის განცხადება - კვირის პალიტრა

ირანმა უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა - პარლამენტის სპიკერის განცხადება

ირანმა ვაშინგტონს მკაცრი პასუხი გასცა და თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფება, ახლა, ომის თავიდან ასაცილებლად, ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

„რეგიონის ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანი ბრძოლისთვის ისეა მზად, თითქოს თითი სასხლეტზე ედოს, თუმცა მან აშშ-ს მკაცრი და რაციონალური პასუხი გასცა. ახლა ომის თავიდან ასაცილებლად ბურთი ვაშინგტონის მოედანზეა“, - აღნიშნა ღალიბაფმა.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი კიდევ ერთ „სტრატეგიულ შეცდომას“ დაუშვებს, ახალი ბრძოლის ველის წინაშე აღმოჩნდება და გამოსავლის პოვნა იმაზე მეტად გაუჭირდება, ვიდრე ახლა უჭირს.

"ინტერპრესნიუსი"