დაკარგული სოხუმი, დაუვიწყარი ზაფხული და პირველი სიყვარული - ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა საერთაშიროსო ფესტივალზე გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

დაკარგული სოხუმი, დაუვიწყარი ზაფხული და პირველი სიყვარული - ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა საერთაშიროსო ფესტივალზე გაიმარჯვა

„როცა ზღვა იყო მშვიდი“ (When the Sea Was Calm) - ქართველი რეჟისორის, მამუკა ტყეშელაშვილის 2026 წლის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, რომელიც აფხაზეთის ომს, ომამდელი სოხუმის დაკარგულ სამყაროსა და ბავშვობის მოგონებებს ეძღვნება. ფილმმა დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე DOK Leipzig საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა

ფილმის მთავარი ემოციური ღერძი დაკარგული სახლი, პირველი სიყვარული, ბავშვობის დასასრული და დაბრუნების დაუსრულებელი სურვილია.

saveclip-1793696561.App_825352983_1726675456125351_7521181837914335154_n-1024x1024.jpg

რა ხდება ფილმში?

მოქმედება 1992 წლის ზაფხულში, სოხუმში ვითარდება. მთავარი გმირი 13 წლის ბიჭია, რომელიც მეგობრებთან ერთად ჩვეულებრივ, უდარდელ ბავშვობას ატარებს - ფეხბურთი, ველოსიპედი, ზღვა და პირველი სიყვარული.

მის მეზობლად გოგონა გადმოდის, რომელსაც პატარა ძაღლი ჰყავს. ბიჭისთვის ეს ზაფხული განსაკუთრებული ხდება. მაგრამ ომი იწყება, გოგონას ოჯახი ქალაქს ტოვებ, ევაკუაციის ქაოსში კი გოგონა ძაღლი დაიკარგება. ბიჭი ძაღლს პოულობს და თან მიჰყავს, მაშინ, როდესაც იძულებულია საკუთარ ოჯახთან ერთად ქალაქიდან გაიქცეს.

ფილმი ათწლეულების შემდეგაც გვაბრუნებს სოხუმში - უკვე ხანდაზმული გმირის მოგონებებში, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ერწყმის.

„ფილმი არ არის იმაზე, თუ რა განადგურდა, არამედ იმაზე, თუ რა რჩება ადამიანში მას შემდეგ, რაც ის ადგილს კარგავს“. - ამბობს რეჟისორი