რატომ გახშირდა პიტბულის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები და რა შეიძლება იყოს ძაღლის აგრესიის მიზეზი? - რას გვირჩევს ვეტერინარი? - კვირის პალიტრა

რატომ გახშირდა პიტბულის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები და რა შეიძლება იყოს ძაღლის აგრესიის მიზეზი? - რას გვირჩევს ვეტერინარი?

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლე­ბის თავ­დას­ხმის რამ­დე­ნი­მე მძი­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და. ივ­ნის­ში ვარ­კე­თილ­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლმა ქალი დაგ­ლი­ჯა, რის გა­მოც მას ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თე­ლავ­ში პიტ­ბუ­ლი პატ­რონს და­ესხა თავს. ქალ­მა მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის თვა­ლის არე­ში, ხოლო მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძაღ­ლის ლიკ­ვი­და­ცია გახ­და სა­ჭი­რო. სულ ახ­ლა­ხან კი ცნო­ბი­ლი გახ­და ფო­ტოგ­რაფ ანა ყა­ჭე­იშ­ვი­ლისმძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს სა­კუ­თა­რი პიტ­ბუ­ლი და­ეს­ხა თავს და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ექი­მებ­მა მისი მარ­ცხე­ნა ხე­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად შეძ­ლეს.

pitbuli-w-h-67389-1793704650.jpeg

ეს შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ ერთხელ აჩენს კი­თხვებს:

რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია მო­საზ­რე­ბა, რომ პიტ­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად უფრო აგ­რე­სი­უ­ლია, ვიდ­რე სხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბი? რა როლი აქვს აღ­ზრდას, გა­რე­მო­სა და პატ­რო­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას? რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პატ­რონ­თან მცხოვ­რე­ბი ძაღ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას და­ეს­ხას თავს? არ­სე­ბობს თუ არა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი თავ­დას­ხმის დროს?

ამ სა­კი­თხებ­ზე ვე­ტე­რი­ნარ თორ­ნი­კე ბა­ლა­ლაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ

- ბა­ტო­ნო თორ­ნი­კე, რამ­დე­ნად სწო­რია მო­საზ­რე­ბა, რომ პიტ­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად უფრო აგ­რე­სი­უ­ლია, ვიდ­რე სხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბი?

- ლა­პა­რაკს ჩემი, პი­რა­დი ის­ტო­რი­ით და­ვი­წყებ. ბავ­შვო­ბი­დან სულ მყავ­და ცხო­ვე­ლე­ბი, მათ შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ჯი­შის ძაღ­ლი. ვერ ვი­ტყვი ხე­ლა­ღე­ბით რო­მე­ლი­მე ჯიშ­ზე, რომ ისე­თი რთუ­ლი ხა­სი­ა­თის ყო­ფი­ლი­ყოს, ერთხე­ლაც კი და­ე­შა­ვე­ბი­ნოს ადა­მი­ა­ნის­თვის რამე.

დიახ, მთა­ვა­რი გაზ­რდაა. ძაღ­ლი არ უნდა აჩხუ­ბო, აგ­რე­სი­ას არ უნდა მი­აჩ­ვიო. თუ ცხო­ვე­ლი მზრუნ­ველ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა, სიყ­ვა­რულს გრძნობს და ბავ­შვებ­თა­ნაც აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ის არ გა­იზ­რდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლად. ძაღ­ლი ასაკ­ში რო­დე­საც შე­დის, ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე აზ­როვ­ნე­ბა ეც­ვლე­ბა და უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. მაგ­რამ თუ ლეკ­ვო­ბი­დან ზრუნ­ვა­ში, სით­ბო­ში იზ­რდე­ბა და აგ­რე­სი­ას არ აჩ­ვე­ვენ, მა­შინ არც ასაკ­შია სა­ში­ში.

განაგრძეთ კითხვა