რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რომ "არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ"
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფოტო ყველა ევროპელ ლიდერთან აქვს გადაღებული.
კერძოდ, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.