“ცა­რი­ე­ლი თა­რო­ე­ბი და ჩამ­ქრა­ლი შუქი“ - რატომ აფრთხილებს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური ბიზნესს?! - კვირის პალიტრა

“ცა­რი­ე­ლი თა­რო­ე­ბი და ჩამ­ქრა­ლი შუქი“ - რატომ აფრთხილებს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური ბიზნესს?!

დიდი ბრი­ტა­ნე­თის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა (NCSC) გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა კი­ბერ ინ­ცი­დენ­ტე­ბის “უპ­რე­ცე­დენ­ტო ზრდის“ წი­ნა­შე დგას. უწყე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ხელს უწყობს კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ას და 2028 წლის­თვის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით იქ­ნე­ბი­ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­თის კრი­ტი­კულ ეროვ­ნულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე იე­რი­შე­ბი­სას.

NCSC-ის (რო­მე­ლიც GCHQ-ის ნა­წი­ლია) ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ჩი­ნე­თი წარ­მო­ად­გენს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბულ “ყვე­ლა­ზე კომ­პლექ­სურ და ხან­გრძლივ კი­ბერ­საფრ­თხეს“, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­ი­ყე­ნებს ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ ეყ­რდნო­ბა ახალ ან მო­წი­ნა­ვე ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს - მათ AI გა­მო­ი­ყე­ნეს სუს­ტი ად­გი­ლე­ბის და­სად­გე­ნად, მსხვერ­პლთა ამო­სა­ღე­ბად და უფრო ეფექ­ტუ­რად ოპე­რი­რე­ბის­თვის.

NCSC-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, დოქ­ტორ რი­ჩარდ ჰორნ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­მა­ვალ თვე­ებ­ში ქვე­ყა­ნა რე­ა­ლუ­რად შე­ე­ჯა­ხე­ბა კი­ბერ ინ­ცი­დენ­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ზრდას. მისი თქმით, ეს არ ხდე­ბა იმის გამო, რომ ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა თავ­დას­ხმის ახა­ლი გზე­ბი გა­მო­ი­გო­ნა, არა­მედ იმის გამო, რომ სუს­ტი ად­გი­ლე­ბი ახლა ისე­თი მას­შტა­ბით შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს და იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც წარ­მოდ­გე­ნებ­შიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

“ცა­რი­ე­ლი თა­რო­ე­ბი და ჩამ­ქრა­ლი შუქი“ - გაფრ­თხი­ლე­ბა ბიზ­ნე­სის ლი­დე­რებსდოქ­ტორ ჰორ­ნის თქმით, ბიზ­ნე­სებს “მო­უ­წევთ გან­მარ­ტონ, თუ რა­ტომ არ მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნიშ­ნებს სუ­პერ­მარ­კე­ტის ცა­რი­ე­ლი თა­რო­ე­ბის ფონ­ზე“.

“თუ ყვე­ლა ზო­მი­სა და ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ახ­ლა­ვე არ აი­ღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ერთ დღეს მო­უ­წევთ თა­ვი­ანთ ინ­ვეს­ტო­რებს, აქ­ცი­ო­ნე­რებს, თა­ნამ­შრომ­ლებს, მომ­ხმა­რებ­ლებს, მომ­წო­დებ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დონ და გა­ნუ­მარ­ტონ, თუ რა­ტომ ვერ გა­ა­კე­თეს სა­ჭი­რო არ­ჩე­ვა­ნი შე­დე­გე­ბის ცოდ­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

განაგრძეთ კითხვა