"ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“ - როგორ ეხმაურება ირანის ხელისუფლება ტრამპის მარცხს არჩევნებში?! - კვირის პალიტრა

"ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“ - როგორ ეხმაურება ირანის ხელისუფლება ტრამპის მარცხს არჩევნებში?!

სინდისის კარნახით თუ ცხოვრების ხარჯების გაძვირების გამო, ამერიკელებმა ომს უთხრეს „არა“ და ჩვენც მხარს ვუჭერთ ამ გზავნილს, - ასე ეხმაურება ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს.

„თუ აშშ-ის მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და საერთაშორისო მფარველებისა და შანტაჟისტების ინტერესებს მოემსახურება, მაშინ გაიგებს, რომ ჩვენს „არას“ კოშმარიც მოჰყვება“, - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.

შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ მოიპოვებენ.

"ინტერპრესნიუსი"