ტრაგედია ესპანეთში - 30 წლის ფეხბურთელი მეკარესთან შეჯახების შედეგად დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ესპანეთში - 30 წლის ფეხბურთელი მეკარესთან შეჯახების შედეგად დაიღუპა

2 ნოემბერს ესპანეთში ჩვეულებრივი საფეხბურთო მატჩი ტრაგედიით დასრულდა. 30 წლის ხესუს დე მიგელი მოედანზე გავიდა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა. რამდენიმე საათში კი მისმა ოჯახმა საავადმყოფოდან უმძიმესი ცნობას მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გონება მოედანზე დაკარგა, ექიმებმა მისი გულის მუშაობის აღდგენა შეძლეს, თუმცა სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

დე მიგელს სახლში საყვარელი ქალი, მარია და პატარა ქალიშვილი ელოდებოდნენ, რომელიც 2025 წლის ივნისში დაიბადა.

რა მოხდა მოედანზე?ტრაგედია 2 ნოემბერს, ესპანეთის მეორე დივიზიონის მატჩში მოხდა, როდესაც „ტენერიფე“ „ანდორას“ მასპინძლობდა.

შეხვედრის მიწურულს დე მიგელი ბურთისკენ გაიქცა. იმავე მიმართულებით მოძრაობდა მეტოქე გუნდის მეკარე ხესუს ოვონოც. ბურთისთვის ბრძოლისას ფეხბურთელები ერთმანეთს ძლიერად შეეჯახნენ. მეკარის მუხლი თავდამსხმელს მოხვდა.

დე მიგელი მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა. თანაგუნდელებმა და მეტოქე ფეხბურთელებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს სამედიცინო დახმარება.

მატჩი შეწყდა. ექიმები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ფეხბურთელის გადარჩენას. მას გული გაუჩერდა, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსის აღდგენა მოხერხდა.

ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

თავდაპირველად მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურად შეფასდა. მოგვიანებით ექიმებმა ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადეს.

3 ნოემბერს, დილის 8 საათზე, ხესუს დე მიგელი გარდაიცვალა.

„ტენერიფემ“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ კლუბის წევრები მომხდარით განადგურებული არიან და სიტყვებს ვერ პოულობენ ამ ტკივილის გამოსახატავად.

პატარა ქალიშვილი, რომელიც მამის გარეშე გაიზრდებახესუს დე მიგელი მხოლოდ ფეხბურთელი არ ყოფილა. ის ახალგაზრდა მამა იყო, რომელსაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი ახალი დაწყებული ჰქონდა.

2025 წლის ივნისში მას ქალიშვილი შეეძინა. ფეხბურთელის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტნიორი მარია და პატარა გოგონა დარჩნენ.

original-1793776973-1793780840.webp

მეკარე, რომელსაც სოციალურ ქსელებში „მკვლელს“ უწოდებენტრაგედიას კიდევ ერთი მძიმე მხარე აქვს.

„ანდორას“ მეკარე ხესუს ოვონო, რომელიც დე მიგელს შეეჯახა, მსაჯმა მოედნიდან გააძევა. მას წითელი ბარათი გადაჭარბებული ძალის გამოყენებისთვის უჩვენეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის პოლიციამ საქმის გარემოებების შესწავლა დაიწყო. გამოძიება შესაძლო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის საკითხსაც განიხილავს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეკარის დანაშაული დადგენილია. ესპანეთის სამართლებრივი წესების თანახმად, არაბუნებრივი სიკვდილის შემთხვევებში სასამართლო მოკვლევის დაწყება ჩვეულებრივი პროცედურაა.

განაგრძეთ კითხვა