ქრთამის აღების ფაქტები 215%-ით გაიზარდა - რა მონაცემებს აქვეყნებს შსს?!
სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 215%-ით, ხოლო ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები 500%-ით გაიზარდა - შსს-ს მონაცემები 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22.06 %-ით არის გაზრდილი. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები.
კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, 2026 წლის 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 249 შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ როცა, გასული წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 204 იყო.
რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, წელს დაფიქსირებული 249 ფაქტიდან 62 გაიხსნა, შედეგად გახსნის მაჩვენებელმა 24.9% შეადგინა.
უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში განსაკუთრებით გაზრდილია ქრთამის აღებისა და ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები.
უფრო კონკრეტულად, შს სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში სამოხელეო დანაშაულის შემთხვევების სტატისტიკა ასეთი იყო:
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები - დაფიქსირდა 39 შემთხვევა, წლიურად 44.44 %-ით გაიზარდა;
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები - დაფიქსირდა 106 შემთხვევა, წლიურად 4.95%-ით გაიზარდა;
ქრთამის აღების ფაქტები - დაფიქსირდა 41 შემთხვევა, წლიურად 215.38%-ით გაიზარდა;
ქრთამის მიცემის ფაქტები - დაფიქსირდა 2 შემთხვევა, 71.43%-ით შემცირდა;
ზეგავლენით ვაჭრობა - დაფიქსირდა 5 შემთხვევა, წლიურად 500%-ით გაიზარდა;