ტრაგედია გურჯაანში: ოჯახი ავარიაში მოხვდა - დაიღუპა 9 წლის ბავშვი, დედა, მამა და 2 წლის გოგონა დაშავდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათგან ერთი, 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, დედა და და 2 წლის გოგონა კი დაშავდნენ.
კაცმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
"ინტერპრესნიუსი"