ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს - კვირის პალიტრა

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა. არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში ახლა 22 ჟურნალისტი იმყოფება, მათთან ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.

"ინტერპრესნიუსი"