“ვაიმე, შოკში ვარ ხალხო! ასე მგონია მე მოვკალი! თითქოს ჩემმა გაბრაზებულმა სიტყვებმა მოკლა...“ - რას წერს ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი
ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ინფლუენსერს და მწერალს, ცისნამი საყვარლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მან ბიოლოგიური მშობლები სულ ახლახან იპოვა. ახლა კი, როგორც თვითონ სოციალურ ქსელში წერს, მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - მისი ბიოლოგიური მამა გარდაიცვალა:
"ვაიმე, საშინელება დატრიალდა ხალხო! ჩემი ბიოლოგიური მამა, ამ დილით გულით გარდაიცვალა საქართველოში! ვაიმე, შოკში ვარ ხალხო! ასე მგონია მე მოვკალი! თითქოს ჩემმა გაბრაზებულმა სიტყვებმა მოკლა, რომელსაც აქ პოსტად ვწერდი ხოლმე, თორემ ცოცხლად პირში მაგის თქმას როგორ შევბედავდი! ვაიმე, ხალხო, როგორ უნდა გავაგრძელო სიცოცხლე ამ დანაშაულის გრძნობით?! თავზარი დამეცა! გათიშული ვარ!ეს რა უბედურება დამემართა!რა მინდოდა? რა ჯანდაბა არ მასვენებდა?!
ახლა როცა ერთმანეთით უნდა დავმტკბარიყავით?! ვაიმე, ცუდადაა ჩემი საქმე! სირცხვილით ან გასვენებაში როგორ ჩავიდე და როგორ ჩავხედო თვალებში ჩემს დებს, მის მეუღლეს?!
ვახ, ეს რა უბედურ ვარსკვლავზე ვყოფილვარ დაბადებული კაცო! ეს რამდენი უბედურებაღა უნდა შემემთხვეს ხალხო?! იმის მეშინია ჩემს ბობოქარ გულსაც არ გასძვრეს ბოლო! ვახ, კაცო!ძალიან ვწუხვარ! ძალიან განვიცდი და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს!
დარწმუნებული ვარ მთელი სანათესაო მე მადანაშაულებს და მართლებიც არიან !ბოდიშით! ბოდიშით ყველას! ნეტავ, საერთოდ არ გავჩენილიყავი! ნეტავ საერთოდ არ დავბადებულიყავი!მაპატიეთ ხალხოო!!!!!
ბოდიში მამაჩემო! არ მინდოდა შენი წყენინება! ბოდიში რომ გული მოგიკალი და გაგიხეთქე! იმედია იქ შეძლებ ჩემს პატიებას! მე როგორ გამომივა ჩემი თავის პატიება არ ვიცი! გადაგიყოლა ჩემზე დარდმა და ტკივილმა! მაპატიე! კაპანაძეებო ყველამ მაპატიეთ! ვწუხვარ! უზომოდ ვწუხვარ და განვიცდი! ღმერთმა შემინდოს! ბოდიში მამა!ა რ გამომივიდა კარგი შვილობა!ამ ბოლო დროს არაფერი აღარ გამომდის!", - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: