93 წლის ასაკში კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

93 წლის ასაკში კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

გარ­და­იც­ვა­ლა კომ­პო­ზი­ტო­რი ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი. ის 93 წლის იყო.

სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღე­რა­ლი აჩი­კო ბე­რი­ძე აქ­ვეყ­ნებს:

"არც კი ვიცი, რა დავ­წე­რო… სა­ნამ უკა­ნას­კნე­ლი ქარ­თვე­ლი იარ­სე­ბებს, ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლის ხსოვ­ნაც იცო­ცხლებს.დაგვტო­ვა ბო­ბო­ქარ­მა გე­ნი­ოს­მა", - წერს აჩი­კო ბე­რი­ძე.

ნუნუ დუ­ღაშ­ვილ­მა 1959 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია. 1959-1962 წლებ­ში მუ­შა­ობ­და კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დი­ა­ში მუ­სი­კა­ლურ რე­დაქ­ტო­რად.

1962 წლი­დან ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში; 1965-2002წწ. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი იყო და ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობ­და სიმ­ღე­რის ჟანრ­ში.

პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვეს სიმ­ღე­რებ­მა: "ქუ­თა­ი­სო", "იმე­რე­თის ნი­ა­ვი", "ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლი­სა", "ბა­თუ­მი რად ღირს, მარ­ტო", "ჩემი სიმ­ღე­რა", "კა­ხე­თო", "სამ­შობ­ლო", "თბი­ლი­სო, სიყ­ვა­რუ­ლო".

2012 წელს დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ გა­იხ­სნა მისი ვარ­სკვლა­ვი.

წყარო