რატომ დააკავეს სომხეთში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი სამველ კარაპეტიანი?! - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს სომხეთში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი სამველ კარაპეტიანი?!

ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი კერძო სექტორში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური ზიანის მიყენების საქმეში ფიგურირებს.

ასევე, სამველ კარაპეტიანს ბრალად დიდი ოდენობით ქონების მითვისება და თანხების გათეთრება ედება.

ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი 4 ნოემბერს დააკავეს. მანამდე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამველ კარაპეტიანისა და „ძლიერი სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, ჩხრეკა 65 მისამართზე ჩატარდა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებს“ 64.5 მილიარდი სომხური დრამის (178 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსური ზარალი მიადგა, ხოლო სამველ კარაპეტიანის და კიდევ 35 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"