არჩევნებში ფიასკოგანცდილი ტრამპი, გაბედავს კი ირანთან ომის განახლებას? - კვირის პალიტრა

არჩევნებში ფიასკოგანცდილი ტრამპი, გაბედავს კი ირანთან ომის განახლებას?

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, აშშ-ის 3 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ტრამპის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების უმეტესობამ მარცხი იწვნია...

და, როგორც ძალიანაც არ სურდა ამის აღიარება თავად პრეზიდენტ ტრამპს, მაინც იძულებული გახდა განეცხადებინა,რომ სწორედ ირანთან წამოწყებულმა და დაუმთავრებელმა ომმა (რამაც ყველაფერთან ერთად, მილიონობით ამერიკელ ამომრჩეველს საწვავზე ფასიც გაუზარდა) ითამაშა მთავარი როლი რესპუბლიკელების დამარცხებაში არჩევნებზე...

მაგრამ, არჩევნები ჩამთავრდა და რა გაგრძელება ექნება აშშ-ირანის შემდგომ დაპირისპირებას?

გაბედავს კი პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც კონგრესის ორივე პალატაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების-დემოკრატების უმრავლესობა დაუპირისპირდება, რომ განახლოს ირანის დაბომბვები?

აი, ვის რა პოზიციები აქვს:

პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ის არაფერს შეცვლიდა და დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. თუმცა, მანვე განაცხადა, რომ სჯერა, ირანთან ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, რადგან აშშ-ს სჭირდება გარანტია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერასდროს მოიპოვებს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპმა უარყო ირანის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის პირობები.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში პირდაპირ დაადანაშაულა ირანთან დაწყებული ომი შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ფიასკოში. ვინაიდან არჩევნების შედეგად დემოკრატებმა მოიპოვეს კონტროლი როგორც სენატზე, ისე წარმომადგენელთა პალატაზე, სენატის დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა პირობა დადო, რომ კონგრესი ყველაფერს გააკეთებს ირანთან ომის შესაჩერებლად.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაგერ გალიბაფმა, არჩევნების შედეგები შეაფასეს როგორც ამერიკელი ხალხის ვერდიქტი ომის წინააღმდეგ. თეირანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდა, თუმცა ქვეყანა მაინც ემზადება შესაძლო ახალი სამხედრო დარტყმებისთვის ან მოლაპარაკებების განახლებისთვის.

არჩევნებში ფიასკოგანცდილი ტრამპი, გაბედავს კი ირანთან ომის განახლებას?

პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ის არაფერს შეცვლიდა და დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. თუმცა, მანვე განაცხადა, რომ სჯერა, ირანთან ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, რადგან აშშ-ს სჭირდება გარანტია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერასდროს მოიპოვებს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპმა უარყო ირანის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის პირობები.

თავის მხრივ,აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში პირდაპირ დაადანაშაულა ირანთან დაწყებული ომი შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ფიასკოში. ვინაიდან არჩევნების შედეგად დემოკრატებმა მოიპოვეს კონტროლი როგორც სენატზე, ისე წარმომადგენელთა პალატაზე, სენატის დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა პირობა დადო, რომ კონგრესი ყველაფერს გააკეთებს ირანთან ომის შესაჩერებლად.

ხოლო ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაგერ გალიბაფმა, არჩევნების შედეგები შეაფასეს როგორც ამერიკელი ხალხის ვერდიქტი ომის წინააღმდეგ. თეირანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდა, თუმცა ქვეყანა მაინც ემზადება შესაძლო ახალი სამხედრო დარტყმებისთვის ან მოლაპარაკებების განახლებისთვის.

პენტაგონი კი მზადაა ირანზე შეტევების გასაახლებლად…

პენტაგონი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სრულ მზადყოფნაშია ირანზე ფართომასშტაბიანი იერიშების გასაახლებლად, თუკი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაბამის ბრძანებას გასცემს. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რეგიონში მობილიზებულია საკმარისი სამხედრო რესურსი, რათა ბრძანების მიღებიდან 96 საათში ახალი სამხედრო ოპერაციები დაიწყოს.

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელის მიმართულებით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების (C-17) ინტენსიურ ფრენებს ახორციელებს. რეგიონისკენ მიემართება აშშ-ის მესამე საავიამზიდო ჯგუფი, საზღვაო ქვეითთა დამატებითი დანაყოფები და 9,000-დან 10,000-მდე სამხედრო მოსამსახურე.

CENTCOM-ს უკვე დასრულებული აქვს ოპერატიული გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს მასირებულ დარტყმებს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ პოლიგონებზე (მათ შორის, „პიკაქსის“ მთისქვეშა საიდუმლო ბაზაზე).

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შუალედურ არჩევნებამდე მსხვილი ოპერაციები დროებით შეაჩერა, პენტაგონი ლოკალურ იერიშებს მაინც აგრძელებდა. მაგალითად, არჩევნების წინა დღეს, აშშ-ის ავიაციამ ყეშმის კუნძულზე ირანული საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაანადგურა, რომლებიც ამერიკულ საფრენ აპარატებს უქმნიდნენ საფრთხეს.

სამხედრო მზადყოფნის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება თეთრ სახლზეა. თეთრი სახლის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ შუალედური არჩევნების წაგება ტრამპის სამხედრო გეგმებზე მოახდენს გავლენას, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ფიასკოთი გაღიზიანებულმა პრეზიდენტმა შესაძლოა უფრო რადიკალურ ნაბიჯებს მიმართოს. ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კვლავაც ტოვებს დიპლომატიური მოლაპარაკებების მცირე შანსს, თუკი თეირანი ბირთვულ პროგრამაზე ვერიფიცირებად უარს იტყვის.