"დადგა დღე, როდესაც 7-ნომრიანი მაისური უნდა დავაბრუნო... გოლები დავიწყებას ეძლევა, მაგრამ...“ - კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი - კვირის პალიტრა

"დადგა დღე, როდესაც 7-ნომრიანი მაისური უნდა დავაბრუნო... გოლები დავიწყებას ეძლევა, მაგრამ...“ - კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი

ლე­გენ­და­რულ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

ამის შე­სა­ხებ მან გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა. გთა­ვა­ზობთ რო­ნალ­დუს წე­რილს, რო­მელ­საც მისი ფა­ნე­ბი ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ წა­ი­კი­თხავთ:"დად­გა დღე, რო­დე­საც უნდა და­ვაბ­რუ­ნო ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის 7-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რი, მა­ი­სუ­რი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ეკუთ­ვნის. არას­დროს მიგ­რძნია, რომ ეს მა­ი­სუ­რი მხო­ლოდ ჩემი იყო, თუმ­ცა 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და პრი­ვი­ლე­გია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მე­ტა­რე­ბი­ნა იგი, და­მეც­ვა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სტა­დი­ონ­ზე გა­მე­ტა­ნა.

დად­გა დრო, ეს მა­ი­სუ­რი მო­მა­ვალ თა­ო­ბას გა­და­ვა­ბა­რო. ეს მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. არ­სე­ბობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ გო­ნე­ბით კი არა, გუ­ლი­თაც იღებ.

2003 წლის აგ­ვის­ტო­ში და­წყე­ბუ­ლი გზა, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა, და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. რო­დე­საც უკან ვი­ყუ­რე­ბი და ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან ერ­თად გა­მო­ვი­ა­რე, მხო­ლოდ მატ­ჩე­ბი, გო­ლე­ბი, რე­კორ­დე­ბი და ტი­ტუ­ლე­ბი არ მახ­სენ­დე­ბა. მე ადა­მი­ა­ნებს ვხე­დავ. ვხე­დავ ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს ცო­ტა­თი უფრო ახ­ლოს გრძნობ­დნენ პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან. ვხე­დავ მი­ლი­ო­ნო­ბით პორ­ტუ­გა­ლი­ელს, რომ­ლებ­საც პი­რა­დად არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყ­ვნენ. რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფეხ­ბურ­თი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ თა­მა­ში.

ფეხ­ბურ­თი ადა­მი­ა­ნებ­ზეა.სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გავ­ცდე­ნო­დი. მინ­დო­და გა­მარ­ჯვე­ბა, მინ­დო­და სა­უ­კე­თე­სო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მინ­დო­და ის­ტო­რი­ის შექ­მნა. სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან ყო­ველ­თვის ბევ­რს ვი­თხოვ­დი. ყო­ველ­თვის მეტი მინ­დო­და და ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ უფრო შორს წას­ვლა შეგ­ვეძ­ლო.

ამ მა­ი­სუ­რის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ღე, რაც შე­მეძ­ლო.იყო იდე­ა­ლუ­რი შუ­ა­დღე­ე­ბი და და­უ­ვი­წყა­რი ღა­მე­ე­ბი, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც არას­დროს და­ვი­ვი­წყებ. იყო მარ­ცხიც, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბაც დღე­საც მტკივ­ნე­უ­ლია. მეც დავ­მარ­ცხე­ბულ­ვარ, მეც გან­მიც­დია ტკი­ვი­ლი და ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც პორ­ტუ­გა­ლი­ელ ხალ­ხს ის ვერ მი­ვე­ცი, რაც ასე ძა­ლი­ან სურ­და. მაგ­რამ არას­დროს დავ­ნე­ბე­ბულ­ვარ. და, რაც მთა­ვა­რია, არას­დროს შე­მი­წყვე­ტია სი­ა­მა­ყის გან­ცდა იმის გამო, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ას წარ­მო­ვად­გენ­დი.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რამ ვის­წავ­ლე: გო­ლე­ბი და­ვი­წყე­ბას ეძ­ლე­ვა, თასე­ბი მუ­ზე­უ­მებ­ში რჩე­ბა, რე­კორ­დე­ბი კი ადრე თუ გვი­ან იხ­სნე­ბა. მაგ­რამ არ­სე­ბობს რა­ღაც, რა­საც დრო ვე­რას­დროს წაშ­ლის - ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­ში გვაქვს.თუ ოდეს­მე გა­გა­ხა­რეთ, თუ ჩემi რო­მე­ლი­მე გო­ლის შემ­დეგ ვინ­მეს გა­და­ეხ­ვი­ეთ, და­გა­ვი­წყათ საზ­რუ­ნა­ვი ან სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნით სი­ა­მა­ყის გან­ცდა მო­გა­ნი­ჭეთ, მა­შინ ამ ყვე­ლა­ფერს აზრი ჰქო­ნია. რად­გან სწო­რედ ეს არის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლო­ბა: ერ­თად ვი­ტან­ჯე­ბით, ერ­თად ვდგე­ბით ფეხ­ზე და კვლავ ერ­თად ვი­წყებთ რწმე­ნით.

პორ­ტუ­გა­ლი­ას ყო­ველ­თვის დას­ჭირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მის­თვის ოც­ნე­ბო­ბენ, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს ნებ­დე­ბი­ან, ახა­ლი თა­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია იქ მის­ვლა, სა­დაც მა­ნამ­დე არა­ვის მი­უღ­წე­ვია. რად­გან ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ახალ გმი­რებს მუდ­მი­ვად ზრდის, არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა არას­დროს და­უ­კარ­გავს.

განაგრძეთ კითხვა