4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა ციხე დატოვა - კვირის პალიტრა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა ციხე დატოვა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც ნანა სანდერმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, „13 - თვიანი წამება დასრულდა“.

„დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულისწყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 - ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებით და ასაკოვანი ხალხით, 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა“,- განაცხადა ნანა სანდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა