“სიკვდილის არ მეშინია, მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის...“ - კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, პროფესიული გზა და უკვდავი შემოქმედება - კვირის პალიტრა

“სიკვდილის არ მეშინია, მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის...“ - კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, პროფესიული გზა და უკვდავი შემოქმედება

5 ნო­ემ­ბერს 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, კერ­ძოდ, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლია. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მსმე­ნელ­მა დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა და სიყ­ვა­რუ­ლით ას­რუ­ე­ბენ.

2 წლის წინ გა­და­ცე­მა­ში “ნო­ეს­თან“ ამ­ბობ­და, რომ ასაკს ვერ გრძნობ­და: “და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლით უფ­რო­სი ვარ 70-ზე. სა­ნამ ამას და­ვუ­ფიქ­რდი, არ ვამ­ბობ­დი, რომ 90 წლის ვი­ყა­ვი. მა­ვი­წყდე­ბო­და და რო­გორც კი დავ­ფიქ­რდი, ჩემს თავს ვუ­მე­ო­რებ­დი, რა 70 და 80, 90 წლის ხარ-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ბევ­რს რომ ვლა­პა­რა­კობ, ახლა მჯე­რა, რომ 90 წლის ვარ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე დიდ­ხანს ვიყო. სიკ­ვდი­ლის არ მე­ში­ნია, მე მჯე­რა იქ, ზე­მოთ, დიდი ღმერ­თის...“

nunu1-62758-1793950245.jfif

კომ­პო­ზი­ტო­რის სიმ­ღე­რე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და სწო­რედ ამი­ტომ ჭირს კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ჩარ­ჩო­ში მათი მო­ქე­ვა... ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი მუ­სი­კით ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და. ალ­ბათ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი “პა­ტა­რა მწყემ­სის სიმ­ღე­რა“ 5 წლის ასაკ­ში და­წე­რა. ეს კი მის გა­მორ­ჩე­ულ ნი­ჭი­ე­რე­ბას უს­ვამს ხაზს.

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლი­სას ჯა­ზით იყო სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ტა­ცე­ბუ­ლი. უკ­რავ­და ჯაზს და ისე ძლი­ე­რად, რომ ამ­ბობ­დნენ, რომ ასე ჯაზს მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი უკ­რა­ვე­ნო... მის მიერ და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რით ჯა­ზის ქარ­თველ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გი­უ­ლი ჩო­ხელ­მა, პრა­ღა­ში, მსოფ­ლიო ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მარ­თულ კონ­კურ­სში, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე ელა ფი­ცჯე­რალ­დი იყო, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და ოქ­როს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი ჰან­გე­ბით ჯა­ზის დე­დო­ფა­ლი ელა ფი­ცჯე­რალ­დი მო­ი­ხიბ­ლა.

კომ­პო­ზი­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ეროვ­ნუ­ლი კო­ლო­რი­ტი, ხალ­ხურ მე­ლო­დი­ებ­თან სი­ახ­ლო­ვე. ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერპრე­ტა­ტო­რი გახ­ლდათ.

nunu2-62815-1793950264.jfif

უზო­მოდ უყ­ვარ­და თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა და ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხეს ჰიმ­ნი და­უ­წე­რა. მის სიმ­ღე­რებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ას­რუ­ლე­ბენ არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, ზო­გა­დადმღე­რი­ან. ესე­ნია - “იმე­რე­თის ნი­ა­ვო“, “ბა­თუ­მი რად ღირს მარ­ტო?“ და “გა­დამ­რიე, გა­დამ­რიე“... “კა­ხე­თო“ კი მისი შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნია.

ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, სა­დაც მისი იუ­მო­რი, სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი და ში­ნა­გა­ნი სი­ლა­ღე ჩანს.

განაგრძეთ კითხვა